Intro ახალგაზრდობის პოლიტიკა მასიური ღია ონლაინ კურსი ახალგაზრდობა - ტრანზიციული პერიოდი ბავშვობიდან მოზრდილობამდე. რა პერსპექტივები და შესაძლებლობები უნდა ეძლეოდეს ინდივიდს ამ პერიოდში დემოკრატიულ საზოგადოებაში? როგორი მიდგომები, ხედვები და ღონისძიებები უნდა აირჩიონ მუნიციპალიტეტში მოქმედმა აქტორებმა კონსისტენციური, ეფექტური და ცოცხალი ახალგაზრდობის პოლიტიკის შესაქმნელად, განსახორციელებლად და შესაფასებლად? ეს ყველაფერი დაფარული იქნება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ შექმნილ მასიურ ღია ონლაინ კურსში. რეგისტრაცია

ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდობის სფეროში მოქმედი აქტორები,  მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტები და საკრებულოს წევრები, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ცენტრების წარმომადგენლები, ახალგაზრდული მუშაკები და ახალგაზრდები.

  • ხელი შეუწყონ ახალგაზრდების აქტიურ და ხარისხიან ჩართულობასთავიანთ თემში, ორგანიზაციებსა და ქალაქებში;
  • შეიძინონ ადგილობრივი ახალგაზრდების პოლიტიკის, პროგრამების და პროექტების დაგეგმვისა და შექმნისათვის საჭირო უნარები;
  • შეიმუშავონ ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების მხარდასაჭერი ინსტრუმენტები;
  • შეიძინონ რესურსების ორგანიზებისა და მართვის უნარები;
  • გაიუმჯობესონ ლობირებისა და მართვის უნარები;
  • შეიძინონ ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომების დაგეგმვისა და მართვის, გენდერული და უმცირესობათა მეინსტრიმინგის კომპეტენციები;
  • გაიცნონ და დანერგონ ახალგაზრდული ჩართულობის, მათ შორის ციფრულიმონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკები;

რას ნიშნავს ახალგაზრდობის პოლიტიკა? რა სახის დოკუმენტია იგი და რა ეტაპებია გასავლელი მუნიციპალიტეტში ხარისხიანი ადგილობრივი ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის შესაქმნელად. ,,მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ეროვნული სტანდარტის დოკუმენტის“ ძირითადი მიზანია –  ეფექტიანი და ხარისხიანი ახალგაზრდობის პოლიტიკის შექმნა, მონიტორინგი და ხარისხის შეფასების სახელმძღვანელო წესების შემუშავება და დანერგვა ქვეყნის მასშტაბით. გაიგეთ მეტი…

რეფერენს პირი მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივად ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელებასა და განვითარებას, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს მუნიციპალური ახალგაზრდული სერვისების, პროგრამებისა და აქტივობების შემუშავებას, განახლებას, განხორციელებასა და მათ რევიზიას. გაიგეთ მეტი…

ახალგაზრდობის შესახებ ცოდნის მოქმედებაში ტრანსფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებაში. MOOC-ის მონაწილეთათვის შექმნილი ელექტრონული ბიბლიოთეკის მთავარი დანიშნულებაც სწორედ ესაა, აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ოთხი სხვადასხვა სახის კონტენტი – ახალგაზრდული სფეროს ლექსიკონი, ლიტერატურა, კვლევები და პრაქტიკები, რომელიც შეიძლება ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელების დროს გამოიყენოთ. გაიგეთ მეტი…

პროექტი ხორციელდება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში. მისი მიზანია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და მტკიცებულებებზე დამყარებული ახალგაზრდობის პოლიტიკის შექმნის, განხორციელების და შეფასების  ხელშეწყობა, სტანდარტის დადგენის, მონიტორინგის და პოლიტიკაში ჩართული აქტორების ინსტიტუციური გაძლიერების გზით.

პროგრამის განხორციელებით მოსალოდნელი შედეგები:

  • პროგრამაში მონაწილე მუნიციპალიტეტები მიიღებენ ხარისხიანი მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტებს;
  • მუნიციპალურ ახალგაზრდობის პოლიტიკაში ჩართული აქტორების რესურსები და შესაძლებლობები გაძლიერდება;
  • ეროვნულ დონეზე გაიზრდება მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის აქტუალობა;
  • გაიზრდება ახალგაზრდებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა მუნიციპალურ ახალგაზრდობის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.
  • პროგრამის ბოლოს შეიქმნება მდგრადი მექანიზმები, რომლის გამოყენებითაც მუნიციპალიტეტები შეძლებენ ავტონომიურად შექმნან, განახორციელონ და შეაფასონ ადამიანის უფლებებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პროგრესული ახალგაზრდობის პოლიტიკა და უზრუნველყონ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა.

სსიპ – ,,ახალგაზრდობის სააგენტო“ პროგრამის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სფეროში მოღვაწე სხვადასხვა დონორ/პარტნიორ ორგანიზაციებთან როგორიცაა: გაეროს განვითარების ფონდი, წითელი ჯვარი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, აირა, ათინათი, ,ადამიანის უფლებათა ასოციაცია, აკადემია მშვიდობისა და განვითარებისათვის,  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო, გადაარჩინე ბავშვები და სხვა.