ბიბლიოთეკა

ახალგაზრდობის პოლიტიკის ერთ-ერთი ხარისხის კრიტერიუმია მისი მტკიცებულებებზე დაფუძნებით განვითარება – კვლევები, ნოუ-ჰაუ და პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია საქართველოში ახალგაზრდობის სფეროს განსავითარებლად. სწორედ ამიტომ ეს გვერდი MOOC-ის მონაწილეებსა და სხვებს მოემსახურება სხვადასხვა კონტენტით, მოამარაგებს შესაბამისი ლიტერატურითა და კვლევებით.

საიტის ეს გვერდი 2021 წლის ბოლოდან დაინტეგრირდება ახალგაზრდულ პლატფორმაზე, თვალი ადევნეთ მის განახლებებს.

ბიბლიოთეკა შექმნილია პროექტის „ნამდვილი მონაწილეობა უფლებამოსილების აღჭურვის გზით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ადამიანის უფლებათა ასოციაცია („აირას,“ „ათინათის“ და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით). პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.