ანგარიში

ამ გვერდზე განთავსებულია პროგრამაში აღსრულებული ღონისძიებების ანგარიში, მათ შორის ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ მასიური ღია ონლაინ კურსის შეფასების შედეგები.

ანგარიში

ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ მასიური ღია ონლაინ კურსის პირველი ნაკადი გაეშვა 2021 წლის 20 ივლისს და დასრულდა 2021 წლის 30 სექტემბერს. პირველი ნაკადის ალფა-ვერსიის გაშვებამდე კი ჩატარდა ონლაინ კურსის ბეტა-ვერსიის შეფასება მოხალისეების მიერ. ონლაინ კურსის შეფასება მოიცავდა პრე- და პოსტ-ტესტირებას, მონაწილეთა მიერ შევსებულ ონლაინ-ლექციებისა და კურსის შეფასების კითხვარებს, და მონაწილეთა ფოკუს ჯგუფებს. პირველი ნაკადის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ტრანსკრიპტები და მეტი

ამ პუბლიკაციაში გადმოცემულია ის კონტენტი, რომელიც ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ ონლაინ კურსში ვიდეოლექციების სახით გვხდება. ბროშურის საშუალებით დაინტერესებულ პირს ინტერნეტის გარეშეც მუდმივად ექნება წვდომა ახალგაზრდობის პოლიტიკის განხცორციელებისათვის საჭირო მასალებსა და ინფორმაციაზე. თუმცა პუბლიკაცია მთლიანად ვერ შეცვლის ონლაინ-კურსში მონაწილეობას. პუბლიკაციაში თითოეული თავის სათაურში მოცემულია Qr-კოდი, რომელიც ლექციის ვიდეოს ბმულზე გადაგიყვანთ. პუბლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ აქ.