პრაქტიკების კატალოგი

ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდები სმონაწილეობისა და ჩართულობის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილებების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და ხელმისაწვდომობას.

მე რომ მერი ვყოფილიყავი

მონაწილეობრივი ბიუჯეტირების საინტერესო პრაქტიკა იტალიის კოლ დი ვალ დ’ელსას მუნიციპალიტეტიდან,  რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მერიის ბიუჯეტიდან 20,000 ევრო სხვადასხვა აქტივობებზე გაანაწილონ. წაიკითხე მეტი

ახალგაზრდული ინტერვენციის პროგრამა ქალაქ მონრეალში

მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ნაწილი კანადის ქალაქ მონრეალიდან, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებებზე დაფუძებულ მიდგომებს თემის მობილიზაციით და თანამშრომლობის მექანიზმებით. გაიგე მეტი.

ციფრული მონაწილეობა – ონლაინ სერვისები

ციფრული ახალგაზრდული საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობას ონლაინ და, მეტიც, ახალგაზრდებს შანსი აქვთ თავად გახდნენ მენტორები და იმუშაონ ახალგაზრდულ მუშაკებთან ერთად. წაიკითხე მეტი

ახალგაზრდების ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფა

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება – კონსტიტუციის ცვლილება. როგორ უნდა უზრუნველყოთ, ამ კომპლექსურ და ყურადსაღებ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა? ეს საინტერესო ქეისი ისლანდიიდან სწორედ ამის შესახებ გიამბობთ. გაიგე მეტი.

ახალგაზრდული ონლაინ-პლატფორმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის

youthmetre – “ახალგაზრდმზომი“ – ახალგაზრდების ინფორმირების ერთ-ერთი კარგი მაგალითი ბელგიიდან. ვებ-გვერდი აერთიანებს მონაცემებს ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან. გაიგე მეტი.

მე ვაკეთებ პოლიტიკას – Ich mache politik

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მოხერხებული გზა ახალგარდების პოლიტიკის ფორმირებაში ჩასართავად. ეს პრაქტიკა ბერლინიდან გვიყვება ციფრული მონაწილეობის ხუთი რაუნდის შესახებ, რომელიც პოლიტიკის განვითარების ჰოლისტკური მეთოდებიდან ერთ-ერთი იყო. წაიკითხე მეტი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ტომში

“bienvenue dans ma tribu” ანუ „მოგესალმებით ჩემს ტომში“ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის გასაგები ენით სამოქალაქო უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.  გაიგე მეტი.

ju & me – ცოდნის გაცვლა

“უკუსწავლების მეთოდი გერმანიაში ლაიფციგის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ხერხია და სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს, მმართველებსა და მაღალი პოზიციის ადამიანებს საშუალებას აძლევს მოისმინონ ახალგაზრდების პერსპექტივები სხვადასხვა საკითხის შესახებ. იგი აქტივობების მრავალგვარ ტიპს მოიცავს, რომელიც მთლიანობაში რეგიონალურ განვითარების პროექტებს ახალგაზრდული პერსპექტივით ამდიდრებს. გაიგე მეტი.

ახალგაზრდული კლიმატის საბჭო

კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად ახალგაზრდა თაობებს აწუხებთ, სწორედ ამიტომ, ამ თემებში მათი მონაწილეობა ჩვეულებრივზე მეტად აუცილებელია. დანიის კლიმატისა და ენერგეტიკის სამინისტრომ ამ პირობის უზრუნველყოფა ახალგაზრდული საბჭოს შექმნის წყალობით შეძლო. გაიგე მეტი.

ახალგაზრდების მონაწილეობრივი საბჭო

#ИЗБОРИСЕ – #არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში 2016 წელს ჩატარებული არჩევნების წინდაწინ განხორციელებული კამპანიის სახელია. მის კონტექსტში სხვადასხვა ღონისძიებები – შეხვედრები, დებატები და დისკუსიები ჩატარდა ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებსა და გამოწვევებზე და შეირჩა 8 პრიორიტეტული სფერო. მეორე ეტაპზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან დაიწყო კომუნიკაცია, რათა ეს 8 პრიორიტეტი ასახულიყო მათ საარჩევნო პროგრამაში. წაიკითხე მეტი.

მსგავსი საინტერესო პრაქტიკის გაზიარება გსურთ? მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected]