ლიტერატურის კატალოგი

ამ გვერდზე თქვენ იხილავთ ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების , ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების შესახებ
სხვადასხვა ქვეყნებში გამოცემული სახელმძღვანელოების, პუბლიკაციების
ელექტრონულ ვერსიებს ინგლისურ და ქართულ ენებზე.

#მონაწილეობა

თქვი შენი სიტყვა

ეს არის მოსაზრებათა და ინსტრუმენტთა კრებული, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ დონეზე მომუშავე პროფესიონალებს, იპოვონ საკუთარი გზები ახალგაზრდების ხარისხიანი მონაწილეობის მისაღწევად და გასაზრდელად.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა
հայերենով – სომხური ვერსიის გადმოწერა

მონაწილეობა ცხოვრების მეორე ათასწლეულში. Რა და რატომ?

სახელმძღვანელო არის სერიების ნაწილი, რომელიც შედგება პრაქტიკული მოდელებისა და ინსტრუმენტებისგან გაეროს გენერალური ასამბლეის 2002 წლის ბავშვთა შესახებ სპეციალური სესიის იდეებისა და ვალდებულებების პრაქტიკაში გამოყენებისათვის. მისი მიზანია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა, რათა მონაწილეობა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.
სახელმძღვანელო განმარტავს თუ რა იგულისხმება მონაწილეობაში და რატომ არის მნიშვნელოვანი მონაწილეობა მოზარდების (10-19 წელი) განვითარებისათვის.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

მოზარდთა და ახალგაზრდების მონაწილეობა. ზრდასრულებო, მოემზადეთ !

სახელმძღვანელო არის სერიების ნაწილი, რომელიც შედგება პრაქტიკული მოდელებისა და ინსტრუმენტებისგან გაეროს გენერალური ასამბლეის 2002 წლის ბავშვთა შესახებ სპეციალური სესიის იდეებისა და ვალდებულებების პრაქტიკაში გამოყენებისათვის. მისი მიზანია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა, რათა მონაწილეობა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. სახელმძღვანელო აღწერს თუ რა როლი შეიძლება ითამაშონ ზრდასრულებმა მოზარდების მონაწილეობის ხელშემწყობი გარემოს შექმნაში, ასევე გვაწვდის იდეებსა და ინსტრუმენტებს, რომელიც ამ როლის შესრულებისათვის არის საჭირო.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება ევროპაში
სახელმძღვანელო შეადგენს რეკომენდაციათა კრებულს დაინტერესებული მხარეებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის ევროპულ, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. მისი მიზანია ძირითადი პასუხისმგებელ პირთა მოტივაციის გაზრდა ახალგაზრდების მონაწილეობის წასახალისებლად.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

ბავშვთა მონაწილეობა: ტოკენიზმიდან მოქალაქეობისკენ

ესსე შეეხება ბავშვთა უფლებებსა და მონაწილეობას და დაწერილია მათთვის, ვისაც სურს, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს თქვან თავიანთი სათქმელი. ასევე, მიზნად ისახავს, ხმა მიაწვდინოს იმ ხალხს, ვისაც აქვს ძალაუფლება ასისტირება გაუწიოს ბავშვებს აიმაღლონ ხმა, მაგრამ მათი ჩართულობის ტრივიალიზაციას ახდენენ.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

მინისტრთა კომიტეტის მიერ წევრი ქვეყნებისადმი გაცემული რეკომენდაცია CM / Rec (2018) 4 ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წევრ სახელმწიფოებში ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

ახალგაზრდული მონაწილეობრივი პოლიტიკის მონახულება

სახელმძღვანელო წარმოაჩენს ახალგაზრდების კონცეპტუალური, ისტორიული, სოციოლოგიური და ინსტიტუციური ანალიზების ინტერდისციპლინარულ პანორამას და მათ დემოკრატიულ ჩართულობას ევროპაში, ასევე ხაზს უსვამს, ახალგაზრდების მონაწილეობის რეალურ ძალაზე

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

ახალგაზრდების მონაწილეობის კატეგორიები

საგანმანათებლო ინსტრუმენტი მცირე ჯგუფებში სამუშაოდ ახალგაზრდების მონაწილეობის მრავალფეროვანი პერსპექტივების გასააზრებლად.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

#შესაძლებლობები

მოზარდთა მონაწილეობა და პროექტის ციკლი

სახელმძღვანელო არის სერიების ნაწილი, რომელიც შედგება პრაქტიკული მოდელებისა და ინსტრუმენტებისგან გაეროს გენერალური ასამბლეის 2002 წლის ბავშვთა შესახებ სპეციალური სესიის იდეებისა და ვალდებულებების პრაქტიკაში გამოყენებისათვის. მისი მიზანია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა, რათა მონაწილეობა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. ეს სახელმძღვანელო გვაწვდის ორგანიზების პრინციპებს იმის აღმოსაჩენად თუ რა როლები შეიძლება ითამაშონ მოზარდებმა და ზრდასრულებმა პროექტის განვითარებისა და განხორციელების პროცესებში და ასევე, როგორ გაიზარდოს მოზარდების ჩართულობა პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

#ხელშეწყობა

მოზარდისა და ახალგაზრდების მონაწილეობის ინსტურმენტები

სახელმძღვანელო არის სერიების ნაწილი, რომელიც შედგება პრაქტიკული მოდელებისა და ინსტრუმენტებისგან გაეროს გენერალური ასამბლეის 2002 წლის ბავშვთა შესახებ სპეციალური სესიის იდეებისა და ვალდებულებების პრაქტიკაში გამოყენებისათვის. მისი მიზანია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა, რათა მონაწილეობა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. სახელმძღვანელო გამოყენებული უნდა იქნას ამ სერიების სამ დანარჩენ სახელმძღვანელოსთან ერთად ( “მოზარდთა მონაწილეობა და პროექტის ციკლი”, “თანამონაწილეობა ცხოვრების მეორე ათასწლეულში. Რა და რატომ?”, “Მოზარდთა და ახალგაზრდობის მონაწილეობა.ზრდასრულებო, მოემზადეთ !”) იმისათვის, რომ მიიღწეს მოზარდების მნიშვნელოვანი მონაწილეობა პროექტის კვლევის, დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის ეტაპებზე

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

#ახალგაზრდობის სტრატეგია

ახალგაზრდობის ძალა ახალგაზრდობის უფლებებისთვის

ინსტრუმენტთა ნაკრები შეიქმნა ნაციონალური ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავებისადმი გაზრდილი ინტერესის საპასუხოდ და ასახავს სტრატეგიის განვითარებისა და განხორციელების პროცესებს. სახელმძღვანელო არ არის შაბლონი, რომელიც ყველას მოერგება, არამედ ეს არის გზები და მიმართულებები, რომელიც უნდა გაიაროთ სტრატეგიის განვითარებისთვის.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

ახალგაზრდობის პოლიტიკის სახელმძღვანელო – როგორ უნდა განვითარდეს ახალგაზრდობის ეროვნული სტრატეგია

სახელმძღვანელო გვთავაზობს კონკრეტულ და სასარგებლო ინფორმაციას, ასევე მოდელს, თუ როგორ შეიძლება შემუშავდეს ახალგაზრდობის ეროვნული სტრატეგია თავიდან ბოლომდე, ასევე გზებს, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ ახალგაზრდები სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მხოლოდ შემოთავაზება.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

#ახალგაზრდული პოლიტიკა

ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობა

სახელმძღვანელო წარმოადგენს ახალგაზრდული პოლიტიკის გამოწვევების, ძირითადი ცნებებისა და პრინციპების მიმოხილვას. პასუხს სცემს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: როგორ შეუძლიათ მათ ხელი შეუწყონ ახალგაზრდებს საზოგადოებაში ჩართვაში და მათი მისწრაფებების და პოტენციალის რეალიზებაში?

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

სახელმძღვანელო ახალგაზრდობის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის: ევროპული პერსპექტივიდან: XXI საუკუნეში


სახელმძღვანელო იმის შესახებ თუ რას უნდა აკეთებდნენ ახალგაზრდობის სფეროს აქტორები, იმისათვის რომ წვლილი შეიტანონ ახალგაზრდობის პოლიტიკის შემუშავებაში და შეინარჩუნონ განგრძობითი ახალგაზრდობის პოლიტიკა თავიანთ ქვეყნებში

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

#სტანდარტი

ინსტრუმენტთა ნაკრები, ახალგაზრდობის პოლიტიკის სტანდატრების შესახებ

პრაქტიკული ინსტრუმენტები ახალგაზრდრდული ორგანიზაციებისთვის კონტექტსუალური (ნაციონალურ, რეგიონულ, ადგილობრივ ან ევროპულ დონეზე) ახალგაზრდული პოლიტიკის შეფასებისათვის

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2016)7 წევრ ქვეყნებს ახალგაზრდების უფლებებზე ხელმისაწვდომობის შესახებ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2016 წლის შეხვედრაზე მიღებული რეკომენდაცია წევრ სახელმწიფოებში ახალგაზრდების უფლებებზე წვდომის შესახებ

ქართული ვერსიის გადმოწერა
English – ინგლისური ვერსიის გადმოწერა
հայերենով – სომხური ვერსიის გადმოწერა
Azərbaycan dilində – აზერბაიჯანული ვერიის გადმოწერა

 

8 სტანდარტი ხარისხიანი ახალგაზრდობის პოლიტიკისთვის

ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შეგიძლიათ არსებულია ახალგაზრდული პოლიტიკის ვიზუალიზაცია და შეფასება ხარისხიანი ახალგაზრდული პოლიტიკის შესაქმნელად საჭირო 8 სტანდარტის მიხედვით, მოცემული კითხვებითა და ინდიკატორებით

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2017)4 წევრ ქვეყნებს ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ

რეკომენდაციაში შეგიძლიათ გაეცნოთ ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას ევროპული თანამშრომლობის გზით. ევროპის საბჭოს მიერ შემუშავდა 2020 წლის დღის წესრიგი, რომლითაც პრიორიტეტი გახდა ახალგაზრდული სექტორი. აღნიშნული აქტივობები მოიცავდა წევრ სახელმწიფოებში ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმოხილვას, ადამიანის უფლებების სწავლებას, ქარტიის შემუშავებაში ახალგაზრდების თანამონაწილეობას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე. აღნიშნული აქტივობების საშუალებით, ევროპის საბჭომ შეძლო დაემკვიდრებინა ახალგაზრდების როლი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2015)3 წევრ ქვეყნებს დაუცველი რაიონების წარმომადგენელი ახალგაზრდების სოციალურ უფლებებზე ხელმისაწვდომობის შესახებ

დოკუმენტში აღწერილია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის საერთო პრინციპზე დაფუძნებული ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობისთვის, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს შემავალმა სახელმწიფოებმა, რათა უზრუნველყონ ახალგაზრდების ჩართულობა. დოკუმენტში შეგიძლიათ გაეცნოთ, კონკრეტულ საკითხებს თუ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, რათა ხელი შეუწყოს არაფორმალურ განათლებას, სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობას და გაუმჯობესებას, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე, როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდების მონაწილეობა, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში შშმ პირების მონაწილეობის შესახებ და სხვა.

ქართული ვერსიის გადმოწერა

#სხვადასხვა

ახალგაზრდობის პოლიტიკის შეფასება. ადგილობრივი მმართველობის ინდიკატორების სისტემა

ახალგაზრდული პოლიტიკის შეფასების ინდიკატორების მიმოხილვა. იქიდან გამომდინარე, რომ შეფასების ინსტრუმენტები ძირითადად არსებობს სახელმწიფო დონეზე, დოკუმენტში თავმოყრილია რაოდენობრივი და თვისობრივი ინდიკატორები ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის შეფასებისათვის. (ესპანეთი)

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

დეპოლიტიზაციის განვითარება: მონაწილეობის ბოროტად გამოყენება

სახელმძღვანელოში მოცამეულია პოლიტიკური მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები და დონეები. ასევე, შესაძლო შემთხვევები, როდესაც შეიძლება მონაწილეობა ბრძოლის მიზეზი გახდეს და ბოროტად იქნას გამოყენებული.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია

საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს ახალგაზრდული პოლიტკის კონცეპცია 2020-2030 წლებისთვის

ქართული ვერსიის გადმოწერა

ახალგაზრდების ჩართულობის კიბე

ახალგაზრდული მონაწილეობის 8 სხვადასხვა დონე და გადაწყვეტილების მიღების ძალა. ინსტრუმენტი, რომელის გვიბიძგებს გავაანალიზოთ ახალგაზრდების მონაწილეობის საჭირო და შესაძლებელი დონეები და ასევე ბარიერები

ქართული ვერსიის გადმოწერა

ჰასკინსის კურიკულუმის განვითარების მოდელი – ახალგაზრდების ჩართულობის პროგრესული გზა

7 ნაბიჯი აქტიური მონაწილეობისათვის

ქართული ვერსიის გადმოწერა

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდობის მონაწილეობის ახალი და ინოვაციური ფორმები

სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის ინოვაციურ ფორმებზე. სახელმძღვანელოში გამოკვლეული როგორ ირჩევენ ახალგაზრდები მონაწილეობას, იძლევა თუ არა ეს მეთოდები მათ წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და განსაზღვრავს პრაქტიკას, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის კონსოლიდაციას

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

ახალგაზრდული საქმიანობა: ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლი

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 2021 წლის ნორმატიული ფორუმის ანგარიში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების შესახებ

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

ახალგაზრდული პოლიტიკის სახელმძღვანელო – როგორ განვითარდეს ახალგაზრდობის ეროვნული სტრატეგია

სახელმძღვანელო გვთავაზობს კონკრეტულ და სასარგებლო ინფორმაციას, ასევე მოდელს, თუ როგორ შეიძლება შემუშავდეს ახალგაზრდობის ეროვნული სტრატეგია თავიდან ბოლომდე, ასევე გზებს, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ ახალგაზრდები სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მხოლოდ შემოთავაზება.

ქართული ვერსიის გადმოწერა

ხედვები ახალგაზრდული პოლიტიკის მართვაში

პუბლიკაცია მიზანს ისახავს ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის მოწოდებას ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას და მმართველობის ფორმებზე, რომლებიც წარმართავენ პოლიტიკის შემუშავებას, მიწოდებასა და შეფასებას ევროპაში. ამრიგად, ის გვთავაზობს სურათს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება და რომელი საჯარო სტრუქტურები უზრუნველყოფენ მის განხორციელებას და ასევე, როგორ არიან ახალგაზრდები ჩართული ამ პროცესში.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

ახალგაზრდული პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

ეს პუბლიკაცია წარმოადგენს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებულ ახალგაზრდულ პროგრამებსა და მხარდაჭერის მექანიზმეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდული პოლიტიკის მიმოხილვას, ამ რეგიონში ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევების აღწერას. ასევე დასკვნებსა და რეკომენდაციებს ევროკავშირის ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით პოლონეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული მუშაობის მიმართულებით.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

ევროპოს საბჭოს მიდგომები ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო საკითხებზე

სახელმძღვანელო აერთიანებს ევროპოს საბჭოს მიდგომებს ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა: ახალგაზრდული მონაწილეობა, პოლიტიკის შექმნა, არაფორმალური განათლება და ა.შ.

ინგლისური ვერსიის გადმოწერა

ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებული ევროპული ქარტია

ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებული ევროპული ქარტია.

ქართული ვერსიის გადმოწერა
Azərbaycan dilində – აზერბაიჯანული ვერსიის გადმოწერა