ფორუმი

ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ განხორციელებად „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში 20-22 ნოემბერს გაიმართა ფორუმი „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკა – ხარისხიანი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მტკიცებულებებით გამყარებული და მონაწილეობრივი პრაქტიკისკენ.

ფორუმის მიზანი:

ფორუმის მიზანია მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის და მისი პრინციპების – უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების და ახალგაზრდების მონაწილეობის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა;

ამოცანები:

  • ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა, უფლებებთან ხელმისაწვდომობის, ახალგაზრდების მონაწილეობის, საჭიროებებზე და მტკიცებულებებზე დამყარებული სერვისების წახალისება;
  • ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდობის სფეროში განხორციელებული საინტერესო პრაქტიკების, მექანიზმებისა და მიდგომების გაცვლისთვის შესაფერისი ატმოსფეროს შექმნა;
  • სექტორთაშორისი თანამშრომლობის, ახალგაზრდებისა და გადაწყვეტილებების მიმღებების პარტნიორობის დაწყების წახალისება და კონკრეტული მოქმედებების დაგეგმვის ხელშეწყობა.

 

ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა დახურული ვორქშოპი, რომლის მიზანი იყო მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის კოორდინატორებს შორის ასოცირების ხელშეწყობა და თვით-ადვოკატირების წახალისება. ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობების იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ მასიური ღია ონლაინ კურსი და დაინტერესებული იყვნენ მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის კოორდინატორთა ასოციაციის შექმნით.

 

ფორუმის მიგნებები:

ფორუმის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა მუნიციპალური ეკოსისტემის შემდეგ სამ ძირითად კომპონენტზე:

  1. ადგილობრივი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების აქტიურობას და ჩართულობას;
  1. სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ახალგაზრდებთან და ეხმარებიან მათ სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებაში და
  2. მუნიციპალური ახალგაზრდობის საჯარო პოლიტიკის განვითარება, რომლის მიზანსაც პირველი ორი კომპონენტის მდგრადი და სისტემური განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს. მუნიციპალური ახალგაზრდობის საჯარო პოლიტიკის ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის კოორდინატორების არსებობა და მათი საქმიანობა.

 

ახალგაზრდობის სფეროში არსებული გამოწვევები, რომლებიც გამოიკვეთა ფორუმზე:

  • ახალგაზრდობის საკითხების ნაკლებპრიორეტიზაცია, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე;
  • ძლიერი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქსელების სიმცირე;
  • ახალგაზრდების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი;
  • ფინანსური რესურსების ნაკლებობა;
  • რეალურ საჭიროებებს მორგებული და შედეგზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება;
  • ადგილობრივ დონეზე ბიუროკრატიის სირთულე.

 

ფორუმის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები:

  • თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელება;
  • ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების პრობლემების აქტუალიზაცია;
  • გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტებში;
  • ახალგაზრდებთან მომუშავე ჯგუფების გაძლიერება;
  • ბიუროკრატიასთან გამკლავების მიზნით გზამკვლევების შემუშავება, კადრების გადამზადება, უფრო ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმების დანერგვა;
  • ახალგაზრდების მოტივაციისა და ინფორმირებულობის გაზრდა;
  • გამოცდილების გაზიარება.

ანგარიში

ფორუმის მთლიანი ანგარიშის გადმოწერა.