კოორდინატორები

ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ-ერთი მთავარი აქტორია მუნიციპალურ ახალგაზრდობის პოლიტიკაში, მისი ფორმულირების, განხორციელების და შეფასების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი კი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იდენტიფიცირებული პროფესიონალი – მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის კოორდინატორი.

მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის მდგრადობისთვის, რაც გულისხმობს მისი შექმნის, განახლების, აღსრულების და შეფასების განგრძობითობას, სასურველია მუნიციპალიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურის და ადამიანური რესურსებისა მზაობა. სწორედ ამიტომ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო რეკომენდაციას გასცემს მუნიციპალიტეტებში, შესაბამის სამსახურებში გამოიყოს „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის კოორდინატორის“ პოზიცია და განისაზღვროს მისი უფლება-მოვალეობები. მის პროფესიონალურ განვითარებაში თავად სააგენტო ჩადებს ინვესტიციას.

  • კოორდინატორების კვალიფიკაციების ამაღლების მიზნით მათი ჩართვა მასიურ ღია ონლაინ კურსში, რომელიც მათ მიაწვდის სიღრმისეულ ცოდნას ახალგაზრდობის პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ საქმიანობასა და სერვისებზე, ახალგაზრდების მონაწილეობის პრინციპებზე და მისცემს პრაქტიკულ უნარებს ამ ყველაფრის პროფესიულ რეალობაში გადასატანად.
  • კოორდინატორთა შორის თანამშრომლობისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობების შექმნა – მათ შორის პრაქტიკებისა და ნოუ-ჰაუს გაცვლისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა. მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის კოორდინატორთა ასოციაციის ჩამოყალიბება და ასოციაციის გაძლიერება.
  • კოორდინატორთა ჩართვა ახალგაზრდობის სააგენტოსა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ სატრენინგო კურსებში, სემინარებში, ვებინარებში, სასწავლო ვიზიტებსა და კონფერენციებში, რაც ხელს შეუწყობს კოორდინატორების ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა თემატურ მიმართულებებში.
  • ახალგაზრდობის საკითხების მეინსტრიმინგის მიზნით კოორდინატორების როლის ადვოკატირება ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა თემებში. კოორიდინატორთა პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და სერტიფიცირებულ ახალგაზრდულ მუშაკებთან.

ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ მასიური ღია ონლაინ კურსის პირველი ნაკადის დასრულების შემდეგ საიტზე გამოქვეყნდება თითოეულ მუნიციპალიტეტის მერიაში სერტიფიცირებული მუნიციპალურ ახალგაზრდობის პოლიტიკის კოორდინატორთა საკონტაკტო ინფორმაცია.