ლექსიკონი

ამ გვერდზე თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა იხილოთ ახალგაზრდულ საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიური ტერმინების მნიშვნელობების განმარტებები.

განათლება, წრთვნა, ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება, პრაქტიკა და საქმიანობები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ცოდნის გადაცემის, უნარებისა და ნათელი წარმოდგენების განვითარებისა და დამოკიდებულებებისა და ქცევის წესის ჩამოყალიბების გზით, მათთვის იმ რესურსების მიწოდება, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა საყოველთა კულტურის დანერგვისა და დაცვის საქმეში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დანერგვისა და დაცვის თვალსაზრისით.

წყარო: https://rm.coe.int/1680496561

ადვოკატირება არის ორგანიზებული პროცესი, რომელიც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების კოორდინირებულ მცდელობებს, იმისათვის, რომ შექმნან  შეცვალონ არსებული საზოგადოებრივი პოლიტიკა და პრაქტიკები ან დააბალანსონ ძალაუფლება, რესურსები, იდეები და ღირებულებები, რომელიც გავლენას ახდენს მოქალაქეებზე და მოქალაქეთა ჯგუფზე. ტერმინს აქვს მრავალი განმარტება, რომელიც ძირითადად განისაზღვრება ადვოკატირების პროცესში მონაწილე აქტორების მიხედვით. სოციალური სამართლიანობის ადვოკატირება გულისხმობს იმ პროცესებს, რომელიც სოციალური უსამართლობის მსხვერპლთა მიერ არის ინიცირებული. უფლებებზე დაფუძნებული ადვოკატირება მოიცავს კამპანიებსა და პროექტებს, რომელიც განხორციელებულია მეთვალყურე ორგანიზაციების მიერ. საზოგადოებრივი ინტერესების ადვოკატირება და ადამიანებზე ორიენტირებული ადვოკატირება შექმნილია მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან კვლევით ცენტრებში.

 

წყარო: https://www.justassociates.org/sites/justassociates.org/files/new-weave-eng-ch1-politics-advocacy.pdf

https://pjp-eu.coe.int/en/web/youth-partnership/glossary

ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილი, ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც არ არის ფორმალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და მიზნად ისახავს კომპეტენციების (ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების) განვითარებას და რომელსაც პირი იღებს პროფესიული განათლებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებისგან დამოუკიდებლად.

 

წყარო: კანონი ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ. 

სხვადასხვა პოლიტიკის, პროგრამის, პროექტისა თუ სერვისის განვითარებისას ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას ახალგაზრდების ასაკის, განვითარების, საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება.

მონაწილეობა და მოქალაქეობრივი აქტივობა გულისხმობს უფლებების, საშუალებების, სივრცისა და შესაძლებლობათა ქონას, საჭიროების შემთხვევაში კი, მონაწილეობაში მხარდაჭერასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაბმას უკეთესი საზოგადოების შექმნის მიზნით.

წყარო: Revised European Charter on Participation of Young People in Local and Regional Lives.

Პროცესი, რომელიც ახალგაზრდებს ამზადებს ცროვრებისეული გამოწვევებისთვის და ხელს უწყობს მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას; ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა შეიძლება ისეთი აქტოვობებითა და გამოცდილებებით, რომლებიც მათ დაეხმარება სოციალური, ეთიკური, კოგნიტური კომპეტენციების განვითარებაში. 

Გულისხმობს პროცესს, როდესაც ახალგაზრდები წახალისებული არიან წვლილი შეიტანონ საკუთარი და მათ გარშემო არსებული რეალობის პოზიტიურ ცვლილებებში; ახალგაზრდების გაძლიერება განსხვავდება ახალგაზრდების განვითარებისგან, რადგან განვითარება, უფრო მეტად, ფოკუსირებულია ინდივიდუალურ დონეზე განვითარებაზე, ხოლო გაძლიერებას აქვს მეტად კოლექტიური ბუნება და ორიენტირებულია უფრო მასშტაბური, საზოგადოებრივი ცვლილებების შექმნაზე, რაც მიიღწევა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა  განვითარებით

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები ყველასთვისაა, საზოგადოების ზოგიერთი ჯგუფი განსხვავებულ ბარიერებს ეჩეხება თავიანთი უფლებების ხელმისაწვდომობის კუთხით. ახალგაზრდები – სოციალური ჯგუფი, რომელიც გადადის ბავშვობიდან ზრდასრულობამდე, ეჩეხება სხვადასხვა სახის სირთულეს განათლების, ხარისხიანი დასაქმების, სოციალური დაცვისა და სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებების ხელმისაწვდომობის პროცესში. 

Იმ უფლებების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია ახალგაზრდობის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან და მათ ტრანზიციასთან ბავშვობიდან ზრდასრულობამდე – ხარისხიანი განათლების, ხარისხიანი დასაქმების, სოციალური დაცვისა და სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებების ხელმისაწვდომობა.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულია, რომ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების ინდივიდუალურ და სოციალურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები

წყარო: კანონის ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ.

მოიცავს , ძირითადად, 14-29 წლის ასაკს და  გულისხმობს ადამიანის გარდამავალ პერიოდს ბავშვობიდან ზრდასრულობამდე (თუმცა განსაზღვრებები განსხვავდება კონკრეტული ასაკისდა მიხედვით).

 

წყარო: The life chances of young people in Scotland: evidence review.

ხელისუფლებისა და საზოგადოების ხედვები ახალგაზრდობის შესახებ, რომელიც რეალიზებულია საჯარო პოლიტიკაში, არის სექტორთაშორისი და აერთიანებს ყველა იმ გადაწყვეტილებასა და პროცესებს, რომლებიც გავლენას ახდენს ახალგაზრდების ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე – დასაქმებაზე, საცხოვრისზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, რეკრეაციაზე, კულტურაზე და სხვა. 

უნდა ასახავდეს ახალგაზრდობის გამოწვევებსა და დაბრკოლებებს ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლის პერიოდში და უნდა ემყარებოდეს ადგილობრივი საკრებულოს, ეროვნული მთავრობისა და/ან მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მიერ დაწესებულ პოლიტიკურ მიზნებსა და პრინციპებს. 

წყარო: European Framework for Youth Policy

არენა, რომელიც შედგება რვა ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული კომპონენტისგან. ამ კომპონენტების და მათ შორის არსებული კავშირის გააზრება სფეროს რეფორმირებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალგაზრდობის სფეროს ეკოსისტემა შედგება საჯარო პოლიტიკისგან, ორგანიზაციებისგან და ინსტიტუციებისგან, ადამიანური კაპიტალისგან, ინფრასტრუქტურისგან, ბაზრისგან, ახალგაზრდების შესახებ ცოდნისგან, და კულტურა და დამოკიდებულებისგან.

პირი, რომელიც ახორციელებს ახალგაზრდულ საქმიანობას, მუშაობს ახალგაზრდებთან სხვადასხვა ტიპის არაფორმალურ გარემოში და როგორც წესი, მიზნად ისახავს ინდივიდუალური ან/და ჯგუფურ აქტივობებში ახალგაზრდების ნებაყოფლობით ჩართვის გზით მათი პიროვნული და სოციალური განვითარების ხელშეწყობას.

წყარო: Recommendation CM/Rec(2017)4 of the Committee of Ministers to member States on youth work 

ახალგაზრდული გაცვლა არის აქტივობა, რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდულ ჯგუფებს, ერთმანეთს შეხვდნენ, იცხოვრონ. ერთად და იმუშაონ საერთო პროექტებზე მოკლედ დროში. 

ახალგაზრდული გაცვლა  ხდება სკოლის გარემოს გარეთ. ახალგაზრდულ გაცვლაზე შეგხვდებათ ისეთი აქტივობები, როგორიცაა: დებატები, როლური თამაშები, ღია ცის ქვეშ აქტივობები, სავარჯიშოები და ა.შ.

წყარო: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/opportunities/individuals/young-people/youth-exchanges_en 

 

ისეთი ადგილს, რომელიც ძირითად შემთხვევაში არასტრუქტურირებული და არაორგანზიებული სივრცეა ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდული ოთახი შეიძლება იყოს მარტივად ერთი პატარა სივრცე მუნიციპალიტეტის შენობაში, სადაც ახალგაზრდებს აქვთ სრული ავტონომია დაკავდნენ ისეთი საქმიანობით რაც მათ უნდათ, აინტერესებთ და სიამოვნებთ – ცხადია აღნიშული საქმიანობა მიმდინარეობს ახალგაზრდული მუშაკის დაკვირვებითა და მხარდაჭერით. 

წყარო: ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ მასიური ღია ონლაინ კურსი: III მოდული, გუბაზ კობერიძე 2021

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი (წევრობაზე დაფუძნებული) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულია, რომ იგი წარმოადგენს საერთო ინტერესების მქონე ახალგაზრდების გაერთიანებას, რომლებიც იზიარებენ აღნიშნული ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს.

წყარო: კანონის ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ.

გარემო, სადაც ახალგაზრდების მონაწილეობა სამოქალაქო მოქმედებაში გაძლიერებულია სხვადასხვა სტრუქტურებისა და დამხმარე მექანიზმების მეშვეობით, და რომელიც წარმოქმნის შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის ჩაერთონ კრიტიკულ დისკუსიაში, დიალოგაში და მოქმედებაში.

ფართო ტერმინია, რომელიც სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, გარემოს დაცვისა და/ან პოლიტიკური ხასიათის აქტივობების დიდ ჯგუფს აერთიანებს.  ახალგაზრდულ საქმიანობა ეფუძნება არაფორმალურ და ფორმალურს გარე სწავლების პროცესს, რომელშიც ახალგაზრდები ნებაყოფლობით არიან ჩართული.  ახალგაზრდულ საქმიანობას, სამსახურეობრივად ან მოხალისეობრივ საწყისებზე, ახორციელებს ახალგაზრდული მუშაკი ჯგუფურად ან ინდივიდუალურად, ახალგაზრდებისთვის, მათ მიერ და მათთან ერთად. ახალგაზრდული საქმიანობა, უპირველეს ყოვლისა, სოციალური პრაქტიკაა, რომელიც ახალგაზრდებთან და იმ თემთან ხორციელდება, სადაც ისინი ცხოვრობენ და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას, საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილეობასა და ინტეგრაციას

 

წყარო: Recommendation CM/Rec(2017)4 of the Committee of Ministers to member States on youth work

ადგილი, სადაც ახალგაზრდებს არაფორმალურ გარემოში ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს არის მათდამი კეთილგანწყობილი გარემო, სადაც ისინი იკრიბებიან, ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობას, მონაწილეობას იღებენ კულტურულ-შემოქმედებით, საგანმანათლებლო, სპორტულ, გარემოსდაცვით და სხვა ხასიათის ღონისძიებებში, შესაძლებლობა აქვთ განივითარონ ძირითადი კომპეტენციები, გაცვალონ და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილებები და ცოდნა.

წყარო: მასიური ღია ონლაინ კურსი: III მოდული, გუბაზ კობერიძე 2021

Ახალგაზრდებისთვის წინასწარ ორგანიზებული ღონსიძიებათა ჯაჭვი, რომელიც შექმნილია ახალგაზრდების განსავითარებლად და მათ საზოგადოებრივ, სამოქალაქო და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩასართავად ან მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

სივრცე, სადაც ახალგაზრდებისთვის  სტრუქტურირებული არაფორმალური განათლებაზე დაფუძნებული სასწავლო ღონისძიებები ხორციელდება.

წყარო: ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ მასიური ღია ონლაინ კურსი: III მოდული, გუბაზ კობერიძე 2021

ახალგაზრდული ჰაბი არის სივრცე ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის, სივრცე სადაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ერთი მხრივ, აქვთ შესაძლებლობა წარმართონ თავიანთი ადმინისტრაციულ შინაარსობრივი საქმიანობა, ხოლო, მეორეს მხრივ, განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა ახალგაზრდებისთვის.

წყარო: ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ მასიური ღია ონლაინ კურსი: III მოდული, გუბაზ კობერიძე 2021

განათლება, წვრთნა, ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება, პრაქტიკა და საქმიანობები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ცოდნის გადაცემის, უნარებისა და ნათელი წარმოდგენების განვითარებისა და დამოკიდებულებებისა და ქცევის წესის ჩამოყალიბების გზით, მათთვის იმ რესურსების მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემთ მათ, გამოიყენონ და დაიცვან მათდამი მინიჭებული დემოკრატიული უფლებები და ვალდებულებები საზოგადოებაში, დააფასონ მრავალფეროვნება და აქტიური როლი ითამაშონ დემოკრატიული ცხოვრების წესში, დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობის დანერგვისა და დაცვის საშუალებით.

წყარო: https://rm.coe.int/1680496561

ფიზიკური პირი, ადგილობრივი თვითმმართველობა, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დაწესებულება, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის სამოქმედო სფეროს ერთ-ერთი სეგმენტი ახალგაზრდობაა. 

ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ ადამიანებისადმი განსხვავებული მოპყრობა, ან განსხვავებულ სიტუაციებში მყოფი ადამიანებისადმი ერთნაირი მოპყრობა, რომელსაც არ აქვს ობიექტური და მიზნობრივი დასაბუთება.

ახალგაზრდები მონაწილეობენ ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა მაგალითად, სიმღერა, ცეკვა ან სხვადასხვა ლოგოს გამომსახველი მაისურების ტარება, მაგრამ მათთვის თითქმის გაუგებარია, რა ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას.

წყარო: მონაწილეობის კიბე: ეცადე იყო გულახდილი!

დისკრიმინაციული, მჩაგვრელი, ძალადობრივი ან ექპლუატაციური ქცევა, რომელიც ხორციელდება იმ რწმენით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი სხვებზე ნაკლებია. ცრურწმენა, სტერეოტიპები ან ინსტიტუციური დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ.

წყარო: კომპასის ლექსიკონი

თანამმართველობის მოდელი გულისხმობს, რომ პასუხისმგებლობა და გავლენა თანაბრად გაზიარებულია სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს შორის. თანამენეჯმენტის მოდელი, რომელიც უკვე 40 წელია მოქმედებს ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ სექტორში წარმოადგენს მონაწილეობითი დემოკრატიის ცოცხალ მაგალითს. ეს მოდელი აერთიანებს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს. ეს არის თანამშრომლობის უნიკალური მოდელი, სადაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და მთავრობებს თანაბარ ხმა აქვთ ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ სექტორთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ახალგაზრდებსა და მთავრობების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა ხორციელდება მხარეებს შორის იდეების, გამოცდილების გაზიარებისა და დიალოგის მეშვეობით, ურთიერთგაგებისა და პატივისცემის სულისკვეთებით.

წყარო: New and Innovative Forms of Youth Participation in Decision Making Processes.

ინკლუზია განეკუთვნება უნივერსალურ ადამიანის უფლებებს და ის გულისხმობს ყველა ადამიანის მიღებას და ჩართვას, განურჩევლად მათი რასისა, სქესისა, ენისა, ეთნიკური კუთვნილებისა, სპეციალური სამედიცინო ან სხვა საჭიროებისა. ინკლუზია ნიშნავს მათთვის თანაბარი წვდომის და შესაძლებლობების მიცემას, დისკრიმინაციის და ბარიერების აღმოფხვრას. ის გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტზე. პრაქტიკა ან პოლიტიკა არის ინკლუზიური, თუ იგი თანაბარ წვდომას აძლევს შესაძლებლობებზე და რესურსებზე იმ ადამიანებს, რომელთა საჭიროებები სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა გათვალისწინებული, მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფიზიკური ან მენტალური სპეციალური საჭიროებები, ან მათ, რომლებიც წარმოადგენენ უმცირესობებს.

წყარო: https://www.inclusion.me.uk/news/what_does_inclusion_mean ; Oxford Languages.

კომპეტენცია არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის სამუშაოს (როლის ან პასუხისმგებლობების)  ძირითად ნაწილზე და კორელაციაშია პიროვნების სამუშაოს შესრულებასთან. კომპეტენციების განვითარება შეიძლება შეფასდეს მიღებული სტანდარტების/კრიტერიუმების შესაბამისად ორგანიზაციების ან თავად ინდივიდების მიერ და გაუმჯობესდეს ტრენინგებით და სხვა აქტივობებით. 

ტერმინი კომპეტენცია შეიძლება დაიყოს კონცეპტუალურ, პროცედურულ და შესრულების კომპეტენციებად; ან მაგალითად, არსებობდეს პრობლემის გადაჭრის ზოგადი კომპეტენციები, კრიტიკული აზროვნების უნარები და სოციალური კომპეტენციები 

 

ინიციატივა მომდინარეობს უფროსებისგან და დაგეგმვის პროცესში კონსულტაციას გადიან ახალგაზრდებთან. შედეგად უფროსები აწვდიან მათ ინფორმაციას უკვე მიღებული გადაწყვეტილებებისა და ღონისძიების განხორციელების შესახებ.

https://www.living-democracy.com/ge/principals/participation/awareness/მონაწილეობის-კიბე-ეცადე/

ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე მოსაზრებების ღიად გაზიარება იმ პირებსა თუ ადამიანთა ჯგუფებს შორის, რომლებიც საკუთარ თავს განსხვავებული კულტურული კუთვნილების მქონე პირებად თუ ჯგუფებად აღიქვამენ. ინტერკულტურული დიალოგი საჭიროებს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის თავისუფლებასა და უნარს და, ასევე, სხვების მოსაზრებებისა და თვალსაზრისის მოსმენის სურვილსა და უნარს.

ახალგაზრდები აკეთებენ და/ან ამბობენ იმას, რასაც უფროსები სთავაზობენ, მაგრამ თითქმის არ ესმით საკითხი და მათ არც მოსაზრებებს ეკითხებიან. უფროსები იყენებენ მათ გარკვეულ იდეებს, თუმცა არ უხსნიან, რა გავლენა იქონია მათმა მოსაზრებამ საბოლოო შედეგზე

https://www.living-democracy.com/ge/principals/participation/awareness/მონაწილეობის-კიბე-ეცადე/

მარგინალიზაცია გულისხმობს ცნების, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის უმნიშვნელოდ ან მეორეხარისხოვნად აღქმას. მარგინალიზებული ჯგუფები არიან გარიყულნი მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო ან/და კულტურული პროცესებიდან. მაგალითად, მარგინალიზებულ ჯგუფებს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი მათი რასის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, ფიზიკური შესაძლებლობების, ენის, ან/და იმიგრაციის სტატუსის გამო.

წყარო: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7228861/; Oxford Languages.

სპორტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ფიზიკურ აქტივობას და წარიმართება ორგანიზებული ან არაორგანიზებული ფორმით, ასევე, ხელს უწყობს ადამიანის ფიზიკურ განვითარებას ან/და ჯანმრთელობის განმტკიცებას.

Mainstream ნიშნავს მდინარის მთავარ შენაკადს, ძირითად კურსს, გაბატონებულ მიმდინარეობას. შესაბამისად, მეინსტრიმინგი არის პროცესი, რომელიც გულისხმობს რაიმე საკითხის დანერგვას ნორმად/გავრცელებულ მიდგომად. მაგალითად, გენდერული მეინსტრიმინგი არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტრატეგია გენდერული თანასწორობის რეალიზებისთვის. ის გულისხმობს პოლიტიკის მომზადებაში, შექმნაში, დანერგვაში, მონიტორინგში და შეფასებაში გენდერული საკითხების გათვალისწინებას. ამასთან, მარეგულირებელი ზომების მიღებას და პროგრამების მხარდაჭერას იმ მიზნით, რომ მოხდეს ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის დამყარება და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

წყარო: Cambridge English Dictionary; https://eige.europa.eu/gender-mainstreaming/what-is-gender-mainstreaming

მოსწავლეთა, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს, კანონის თანახმად, კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და კრედიტების აღიარება.

პროცესი, რომელშიც ინდივიდები მონაწილეობას იღებენ გადაწყვეტილების მიღებაში ინსტიტუციებში, პროგრამებში და გარემოზე, რომელიც მათზე ახდენს გავლენას. 

წყარო: ვანდერსმანი 1984

ახალგაზრდული საქმიანობის ფორმა, რომელიც, ძირითადად, ხორციელდება იქ, სადაც ახალგაზრდული სერვისები არ არის განვითარებული; დაფუძნებულია ახალგაზრდების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ის  უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, სასწავლო შესაძლებლობების შექმნა-განვითარებას;  ამცირებს ახალგაზრდების  გეოგრაფიულ გარიყვას (Geographical Exclusion); პასუხობს ახალგაზრდების სხვადასხვა ინტერესსა და საჭიროებას; ავსებს სხვადასხვა სახის ახალგაზრდულ საქმიანობას.

ახალგაზრდებზე მორგებული ღონისძიებები, რომელიც ხორციელდება იქ სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან და მიზნად ისახავს მათ მოზიდვას და ჩართვას რუტინულ ახალგაზრდულ საქმიანობაში და სერვისებში.

საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა, რომლსაც პირი ეწევა სხვების დასახმარებლად თავისუფალი ნებით და არ არის მოტივირებული რაიმე ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღებით.

წყარო: საქართველოს კანონი მოხალისეობის შესახებ

მუნიციპალურ ახალგაზრდულ პოლიტიკაში იგულისხმება ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ის ქმედება (ან უმოქმედობაც), რაც ახალგაზრდებზე გავლენას ახდენს და არ აქვს მნიშვნელობა, ასახულია შესაბამისს დოკუმენტში (სტრატეგიაში) თუ პირდაპირ, პრაქტიკულად ხორციელდება.

ახლგაზრ დობის კეთილდღეობისა და განვითარების მხარდაჭერის მუნიციპალური პოლიტიკის დოკუმენტები (სტრატეგიები), რომელიც სახელმწიფო ახალგაზრდობის ახალგაზრდულ პოლიტიკას დაეფუძნება და პარალელურად გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებები და ინტერესები, ხოლო ამის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი მიდგომები და პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

 

NEET ახალგაზრდები – Განათლების, დასაქმებისა და ტრენინგის მიღმა მყოფი ახალგაზრდა, არააქტიური და/ან უმუშევარი Ახალგაზრდა, რომელიც არის განათლების, დასაქმებისა და ტრენინგის მიღმა მყოფი. Ახალგაზრდების ეს ჯგუფი არის სოციალური გარიყვის მაღალი რისკის ქვეშ. 

წყარო: Young people not in education, employment or training (NEET), UK
YOUNG PEOPLE NOT IN EMPLOYMENT, EDUCATION OR TRAINING

წინასწარი ღონისძიებები რაიმე არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად.

ახალგაზრდების კონკრეტული ჯგუფისთვის მიმართული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება იქ, სადაც ეს ახალგაზრდები არიან – ქუჩებში, კაფეებში, პარკებში, ბარებში, კლუბებში და ა.შ.

ახალგაზრდული საქმიანობის ფორმა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული თემის წარმომადგენელი ახალგაზრდების გაძლიერებაზე და მათი მონაწილეობრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.

საყოველთაოდ აღიარებული წესებისა და პირობების ერთობლიობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს თავისუფლად, დაუბრკოლებლად და დისკრიმინაციის გარეშე გამოიყენონ მათი სამოქალაქო უფლებები, მიიღონ მონაწილეობა, შეძლონ ერთმანეთში კომუნიკაცია, კავშირების შექმნა და ამ გზით გავლენა იქონიონ პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურებზე.

წყარო: https://web.archive.org/web/20160501080422/http://transparencyinitiative.theideabureau.netdna-cdn.com/wp-content/uploads/2015/05/TAI-Civic-Space-Study-v13-FINAL.pdf

ემყარება ფინეთში წარმოშობილ მოდელს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდული მუშაკები მჭიდროდ თანამშრომლობენ სკოლებთან.
ამ მოდელის დროს, ახალგარდული მუშაკები, გარდა უფრო ტრადიციული სივრცეებისა (მაგ. Ახალგარდული ცენტრი) სკოლებშიც ახორციელებენ ახალგაზრდულ საქმიანობას. 

მოდელი ხელს უწყობს სკოლებსა და ახალგაზრდულ სერვისებს შორის თანაშრომლობის გაუმჯობესებას და ემსახურება ახალგაზრდების კეთილდღეობის განვითარების ჰოლისტიკური, თანამშრომლობითი მეთოდების დანერგვა-გამტკიცებას.

წყარო: Sarah Bright, Youth work : histories, policy and contexts, 2015. Youth Work in Schools Annette Coburn and Sinéad Gormally

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ახალგაზრდა ადამიანის პიროვნული თვითრეალიზაციისათვის საჭირო სამართლებრივი, ეკონომიკური, ორგანიზაციული პირობებისა და გარანტიების შექმნა, ახალგაზრდულ და ახალგაზრდობაზე მომუშავე ორგანიზაციების განვითარება და მათი ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდობის, როგორც სოციალური გარდაქმნების გამტარებლისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მამოძრავებელი ძალის მხარდაჭერა, მისი სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური ინტეგრაციისა და საზოგადოებაში თვითდამკვიდრების მიზნით შემუშავებული ღონისძიებების განხორციელება;

წყარო: კანონი ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ.

  • შეზღუდულ შესაძლებლობები: ახალგაზრდები რომელთაც აქვთ განვითარების შეფერხება, გადაადგილების შეზღუდვა, სენსორული (სმენა, მხედველობა) დარღვევები და სხვა;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა: ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ ფიზიკური  ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, მძიმე დაავადებები ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა;
  • სწავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები: ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ან არიან სავალდებულო (დაწყებითი ან საბაზო)  განათლების მიღმა, ან იმყოფებიან სავალდებულო განათლების მიღმა დარჩენის რისკის ქვეშ და სხვა;
  • კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდები: საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები; ახალგაზრდები იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებიდან;
  • კულტურული ფაქტორი: ემიგრანტები ან ემიგრანტი ოჯახების შთამომავლები, საქართველოში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირები (ლტოლვილები და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები), თავშესაფრის მაძიებლები, მოქალაქეობის არმქონე პირები და სხვა;
  • ეკონომიკური ფაქტორი: ახალგაზრდები ცხოვრების დაბალი დონით, სოციალური დაცვის სისტემაზე დამოკიდებულებით, გრძელვადიანი უმუშევრობის ან სიღარიბის პირობებში მყოფი ახალგაზრდები, NEET ახალგაზრდები (ახალგაზრდა, რომლიც არ არის დასაქმებული, არ დადის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, არ არის ჩართული არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობაში),  უსახლკარო ახალგაზრდები და სხვა;
  • სოციალური ფაქტორი: ახალგაზრდები, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების და სხვა მიზეზების გამო; ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლი ახალგაზრდები; შეზღუდული სოციალური უნარების, ანტისოციალური ან მაღალი რისკის შემცველი ქცევის მქონე ახალგაზრდები; საფრთხის შემცველ გარემოსა და სიტუაციაში მყოფი ახალგაზრდები;  (ყოფილი) მსჯავრდებულები და პატიმრები; ქიმიური და ქცევითი, მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ახალგაზრდები; არასრულწლოვანი და/ან ახალგაზრდა მარტოხელა მშობლები; ობლები; სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდები და სხვა;
  • გეოგრაფიული ფაქტორი: მაღალმთიან და რთულად მისასვლელ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები ახალგაზრდები; ნაკლებად განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები (შეზღუდული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა) და სხვა;

ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები მათდამი კეთილგანწყობილ გარემოში სრულფასოვნად მონაწილეობენ ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში, განვითარებაში, შეფასებასა და მონიტორინგში.

საზოგადოების ორგანიზების სისტემა – ნორმები, რუტინები, მიდგომები და ქცევები, რომლებიც ქმნიან ბარიერებს ნამდვილი თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების მისაღწევად.

პროცესი, რომელიც კონცენტრირებულია ადგილობრივ თემზე, მოიცავს ურთიერთპატივისცემას, კრიტიკულ რეფლექსიას, ზრუნვას, ჯგუფურ მონაწილეობას, რის შემდეგაც ინდივიდები, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს იუმჯობესებს სხვადასხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობას და კონტროლს.

წყარო: ვაილი და რაპაპორტი 2000, კორნელის უფლებამოსილებით აღჭურვის ჯგუფი

ახალგაზრდული საქმიანობის ერთერთი ყველაზე ახალი ფორმაა ციფრული ახალგაზრდული საქმიანობა, რისი წარმოშობაც საზოგადოების მზარდი გაციფრულების ფონზე, რელევანტური პასუხია ეპოქის გამოწვევებზე. ციფრული ახალგაზრდული საქმიანობა, გულისხმობს ციფრული მედიისა და ტექნოლოგიების პროაქტიულ გამოყენებას ახალგაზრდულ საქმიანობაში. მისი ინტეგრირება შეიძლება ნებისმიერი სხვა ტიპის ახალგაზრდულ საქმიანობში ეს იქნება ღია, მობილური, ცენტრზე დაფუძნებული თუ საინფორმაციო ახალგაზრდული საქმიანობა.


არის სხეულის მოძრაობა, რომელიც იყენებს კუნთის ენერგიას. ფიზიკურ აქტივობას აქვს სხვადასხვა ფორმები: ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება, ორგანიზებული და არაორგანიზებული სპორტული ვარჯიში, აქტიური დასვენება (ცეკვა, იოგა, სხვ.), ფიზიკური შრომა და სხვა. ფიზიკური აქტივობის დასახასიათებლად გამოიყენება ინტენსივობის მაჩვენებელი.

წარმოადგენს განათლებისა და წვრთნის სტრუქტურულ სისტემას, რომელიც მოიცავს დაწყებითი სკოლამდელიდან და დაწყებითი სკოლიდან, საშუალო სკოლის ჩათვლით, საგანმანათლებლო სისტემას უნივერსიტეტამდე. იგი, ჩვეულებრივ, ხორციელდება ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გულისხმობს კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემას.

წყარო: https://rm.coe.int/1680496561

 

 

.

ნიშნავს მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე პროცესს, რომლის დროსაც ყოველი ინდივიდუალური პიროვნება იძენს დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, უნარებს და ცოდნას, საგანმანათლებლო რესურსებისა და ამ რესურსების გავლენის საშუალებით, საკუთარ გარემოში თუ ყოველდღიური გამოცდილებიდან (ოჯახში, თანატოლების გარემოცვაში, მეზობლების წრეში, ნაცნობებთან ურთიერთობისას, ბიბლიოთეკაში, მასმედიის საშუალებით, სამუშაო ადგილზე, გართობისა და სპორტული შეჯიბრებების თავშეყრის ადგილზე და ა.შ.). 

წყარო: https://rm.coe.int/1680496561

საერთაშორისო პრაქტიკაში აღნიშნავს როგორც ვალდებულებების შემცველ ინსტრუმენტს, ასევე, ვალდებულებებისაგან თავისუფალ ინსტრუმენტს, როგორიცაა ევროპის გაერთიანების ადამიანის საყოველთაო უფლებათა და მოვალეობათა ქარტია.

წყარო: https://rm.coe.int/1680496561

ახალგაზრდულ სივრცეში (ახალგაზრდულ ცენტრში ან კლუბში) განხორციელებული კურიკულუმით ნაკლებად დატვირთული საქმიანობა, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს აქტიურად შექმნან და ჩაერთონ სხვასხვა სასწავლო, სამოქალაქო და რეკრეაციულ ღონისძიებებში.

ღია სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ თავისუფალი დრო გაატარონ მშვიდ, უსაფრთხო, სასიამოვნო და მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ გარემოში. ღია ახალგაზრდული ცენტრის კარი ახალგაზრდებისთვის ყოველთვის ღიაა, არ კეთდება დამსწრე ახალგაზრდების სიები (ჯგუფების დაკომპლექტებისა და ჯგუფის ზომების ლიმიტების დაწესების თავიდან აცილების მიზნით), რადგან ახალგაზრდას ცენტრში მისვლის შესაძლებლობა აქვს მაშინ როდესაც უნდა და როდესაც სჭირდება.

წყარო: ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ მასიური ღია ონლაინ კურსი: III მოდული, გუბაზ კობერიძე 2021

გულისხმობს ციფრული მედიისა და ტექნოლოგიების გამოყენებას /or addressing (მათზე) ახალგაზრდული საქმიანობის პრაქტიკის დროს.
მისი გამოყენება  შეიძლება ნებისმიერი ფორმის  ახალგაზრდულ საქმიანობაში (ღია ახალგაზრდულ საქმიანობაში, ინფორმაციულ ახალგაზრდულ საქმიანობაში, მობილურ ახალგაზრდულ საქმიანობაში და სხვა). Აქვს იგივე მიზნები, რაც, ზოგადად, ახალგაზრდულ საქმიანობას.  

შეიძლება განხორციელდეს, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ სივრცეში (ან ამ ორი სივრცის ნარევ გარემოში).
ემყარება იგივე ეთიკას, ღირებულებებსა და პრინიპებს, რასაც ზოგადად, ახალგაზრდული საქმიანობა.

წყარო: https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/fbc18822-07cb-11e8-b8f5-01aa75ed71a1

ცხოვრების წესი, რომელიც ამცირებს ავადობისა და ნაადრევი სიკვდილობის რისკს და ხელს უწყობს ადამიანების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას.

არის ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას მათი ინტერესების/ჰობის საფუძველზე. ჰობი განათლება ეროვნული ან ინსტიტუციონალური კურიკულუმის საფუძველზე ხორციელდება ახალგაზრდების ნებაყოფლობითი მონაწილეობით. იგი ახალგაზრდული საქმიანობის ყველაზე ფორმალიზებული ნაწილია, რადგანაც იმართება ცენტრალიზებული იერარქიული სტრუქტურით

სოციალური და რეკრეაციული ცენტრი, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდებს ფიზიკური, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარებაში, მათ აძლევს შანსს სოციალიზაციის პროცესებში აქტიურად ჩაერთონ, მიიღონ სიამოვნება, შეხვდნენ მეგობრებს და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში. 

ჰობი განათლების დაწესებულება ახალგაზრდებს სთავაზობს ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებს ფიზიკური აქტივობებისთვის, როგორიცაა ცეკვა, იოგა და საბრძოლო ხელოვნება; აკადემიური და ხელოვნების პროგრამები, როგორიცაა მეცნიერება, ხელსაქმე და თეატრი; შესაძლებლობები და სივრცე არასტრუქტურიზებული საქმიანობისთვის, როგორიცაა თამაში, საზოგადოებრივი შეკრებები, კლუბური შეხვედრები და სხვა.

წყარო: ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ მასიური ღია ონლაინ კურსი: III მოდული, გუბაზ კობერიძე 2021

ახალგაზრდობის ლექსიკონის შექმნისთვის მადლობას ვუხდით:

ნიკა ბახსოლიანს,

ნინო წულაიას,

თამარ მამულიას,

ნინო მიხანაშვილს,

დეა აბულაძეს,

სალომე შაქარაშვილს.