კვლევების კატალოგი
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ შექმნილ ახალგაზრდობის სფეროს ეკოსისტემაში ერთ-ერთი კომპონენტია „ცოდნა ახალგაზრდების შესახებ“. იგი მოიცავს მტკიცებულებებს, ემპირიულ და შემეცნებით მოსაზრებებს, რომელსაც ეფუძნება ახალგაზრდულ პოლიტიკა, ახალგაზრდული საქმიანობა და ახალგაზრდული სერვისები.
ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდობის სფეროში ცოდნისა და მტკიცებულებების გამოყენების კულტურას, ამ გვერდზე შემოგთავაზებთ სხვადასხვა კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს და/ან მისი პარტნიორების მიერ.
![](https://mooc.youthagency.gov.ge/wp-content/uploads/2021/05/katalogebi-13.png)
სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტო“ სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, ახორციელებს – „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებში 10 მუნიციპალიტეტში (დმანისი, გორი, ქობულეთი, ქუთაისი, მესტია, ონი, ოზურგეთი, სიღნაღი, თიანეთი, ბოლნისი) ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა.
აგრეთვე, ა(ა)იპ „კავშირი მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან” თანამშრომლობით პროგრამაში მონაწილეობას იღებს შემდეგი მუნიციპალიტეტები: ჩხოროწყუ, ფოთი, ახმეტა და ბორჯომი, სადაც აგრეთვე ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა.
2021 წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნა ახალი მეთოდოლოგია და კვლევა განხორციელდა ქვეპროგამაში ჩართულ მეორე ნაკადის მუნიციპალიტეტებში. რაოდენობრივი კვლევები ჩატარდა აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში, თვისებრივი კი – ბათუმში, დუშეთში, ადიგენში, თეთრიწყაროსა და გარდაბანში. იგივე მეთოდოლოგიით სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაკვეთით კვლევები ჩატარდა დანარჩენ რეგიონებსა და შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ამბროლაური, ბაღდათი, კასპი, ლაგოდეხი, საჩხერე, სენაკი, ხობი, ყვარელი და ჩოხატაური. კვლევის დაკვეთა შეასრულა შპს ეისითიმ (ACT).
გაერთიანებული კვლევის შედეგები 2020
აჭარა, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი 2021
Adjara, Kvemo Kartli, Samtskhe-Javakheti, Mtskheta-Mtianeti 2021
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა:
გურიის მხარე:
იმერეთის მხარე
კახეთის მხარე
მცხეთა-მთიანეთის მხარე:
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე:
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარე:
სამცხე-ჯავახეთის მხარე:
ქვემო ქართლის მხარე:
შიდა ქართლის მხარე:
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს კვლევა ქვეყანაში ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგომარეობის შესახებ. გადმოწერა